ინგლისური ენის ინტენსიური კურსი დამწყებთათვის (A1-A2)

250₾

1 თვის ღირებულება

3 თვე

კურსის ხანგრძლივობა

24 ლექცია

ლექციების რაოდენობა

2 საათი

ლექციის ხანგრძლივობა

დამწყებთათვის

საფეხური

სილაბუსი

ბაზისური ცოდნა – რიცხვების და ასოების სწავლა და გახსენება. საკუთარი თავის გაცნობა – სახელის, ასაკის, პროფესიის და სხვა მახასიათებლების შესახებ საუბარი. საუბარი კუთვნილებით ფორმებზე.

  • ზმნა: to be, have got;
  • კუთვნილებითი ნაცვალსახელები.

საუბრისა და დებატების მართვა და მონაწილეობა. შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მოწყობა. სავიზიტო ბარათების შემუშავება. კვირის დღეების, თვეების და დროის განხილვა.

  • კითხვები: როდის, სად, როგორ, რა, ვინ;
  • დროის წინდებულები.

მიმართულებისა და დროის შეცნობა. დროის დადგენა და მიმართულების მიცემა. ინსტრუქციების გაცემა/მიღება მოგზაურობის დროს.

  • კითხვები: როდის, სად, როგორ, რა, ვინ;
  • ადგილის წინდებულები.

შოპინგი და კვება. საუბარი ემოციებზე – რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს. შედარების გამოყენება და არჩევანის გაკეთება.

  • შედარებითი ზედსართავი სახელი;
  • მესამე მხოლობითი პირი.

საცხოვრებელ სახლში განთავსებასა და მოვალეობების შესახებ საუბარი. სხვადასხვა ტიპის სახლების, ოთახებისა და ავეჯის განხილვა. სახლის სამუშაოების ტიპების გაცნობა და მათი შესრულების გზები.

  • მოდალური და დამხმარე ზმნები;
  • სიხშირის ზმნიზედა.

გასული გაკვეთილების გადამეორება. ემოციების და გრძნობების აღწერა/გამოხატვა. მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოხატვა.

  • ზედსართავი სახელები, რომლებსაც მოსდევს -ing, -ed;

ჰობის დაწყება და სხვადასხვა რეკრეაციული აქტივობების განხილვა. ლექსიკის გაუმჯობესება გასართობი აქტივობების შესახებ საუბრისთვის. გეგმების შედგენა.

  • მოწვევა & შეთავაზება;
  • ახლანდელი განგრძობითი დრო;
  • გერუნდი (-ing).

ფინანსები & ბანკები. სამედიცინო დახმარების გაწევა/ძიება. სხეულის ანატომიის შემეცნება, უბედური შემთხვევების, ტრავმისა და ზიანის შესატყვისი სიტყვების შესწავლა.

  • მოდალური ზმნები;
  • არაწესიერი ზმნები.

სამსახურსა და უნარ-ჩვევებზე საუბარი. ინტერვიუ სამსახურის საძიებლად და ინტერვიუზე დასმული კითხვები.

  • მოდალური ზმნები;
  • წარსული მარტივი დრო.

გავლილი მასალის გამეორება. სკოლის საგნები და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე/პერსპექტივაზე საუბარი.

  • მოდალური ზმნები;
  • წარსული მარტივი დრო.

დებატები. ლექსიკის გაუმჯობესება და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების დახვეწა.

ფინალური გამოცდა. გავლილი მასალის გადამეორება და უკუკავშირი.

ინგლისური ენის ინტენსიური კურსი დამწყებთათვის (A1-A2)

Shopping Cart