ჩვენი აკადემიის მიზანია ახალგაზრდებში მოახდინოს კრიტიკული აზროვნების
განვითარება, ინგლისური ენის უნარების სრულყოფა, მათი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზება და მათი რეალური სამყაროს
გამოწვევებისთვის მომზადება.
ინგლისური ენის ინტენსიური კურსი დამწყებთათვის (A1-A2) · online

200₾
1 თვის ღირებულება
3 თვე
კურსის ხანგრძლივობა
24 ლექცია
ლექციების რაოდენობა
2 საათი
ლექციის ხანგრძლივობა
დამწყებთათვის
საფეხური
სილაბუსი
ბაზისური ცოდნა – რიცხვების და ასოების სწავლა და გახსენება. საკუთარი თავის გაცნობა – სახელის, ასაკის, პროფესიის და სხვა მახასიათებლების შესახებ საუბარი. საუბარი კუთვნილებით ფორმებზე.
- ზმნა: to be, have got;
- კუთვნილებითი ნაცვალსახელები.
საუბრისა და დებატების მართვა და მონაწილეობა. შეხვედრებისა და მოლაპარაკებების მოწყობა. სავიზიტო ბარათების შემუშავება. კვირის დღეების, თვეების და დროის განხილვა.
- კითხვები: როდის, სად, როგორ, რა, ვინ;
- დროის წინდებულები.
მიმართულებისა და დროის შეცნობა. დროის დადგენა და მიმართულების მიცემა. ინსტრუქციების გაცემა/მიღება მოგზაურობის დროს.
- კითხვები: როდის, სად, როგორ, რა, ვინ;
- ადგილის წინდებულები.
შოპინგი და კვება. საუბარი ემოციებზე – რა მოგვწონს და რა არ მოგვწონს. შედარების გამოყენება და არჩევანის გაკეთება.
- შედარებითი ზედსართავი სახელი;
- მესამე მხოლობითი პირი.
საცხოვრებელ სახლში განთავსებასა და მოვალეობების შესახებ საუბარი. სხვადასხვა ტიპის სახლების, ოთახებისა და ავეჯის განხილვა. სახლის სამუშაოების ტიპების გაცნობა და მათი შესრულების გზები.
- მოდალური და დამხმარე ზმნები;
- სიხშირის ზმნიზედა.
გასული გაკვეთილების გადამეორება. ემოციების და გრძნობების აღწერა/გამოხატვა. მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოხატვა.
- ზედსართავი სახელები, რომლებსაც მოსდევს -ing, -ed;
ჰობის დაწყება და სხვადასხვა რეკრეაციული აქტივობების განხილვა. ლექსიკის გაუმჯობესება გასართობი აქტივობების შესახებ საუბრისთვის. გეგმების შედგენა.
- მოწვევა & შეთავაზება;
- ახლანდელი განგრძობითი დრო;
- გერუნდი (-ing).
ფინანსები & ბანკები. სამედიცინო დახმარების გაწევა/ძიება. სხეულის ანატომიის შემეცნება, უბედური შემთხვევების, ტრავმისა და ზიანის შესატყვისი სიტყვების შესწავლა.
- მოდალური ზმნები;
- არაწესიერი ზმნები.
სამსახურსა და უნარ-ჩვევებზე საუბარი. ინტერვიუ სამსახურის საძიებლად და ინტერვიუზე დასმული კითხვები.
- მოდალური ზმნები;
- წარსული მარტივი დრო.
გავლილი მასალის გამეორება. სკოლის საგნები და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე/პერსპექტივაზე საუბარი.
- მოდალური ზმნები;
- წარსული მარტივი დრო.
დებატები. ლექსიკის გაუმჯობესება და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების დახვეწა.
ფინალური გამოცდა. გავლილი მასალის გადამეორება და უკუკავშირი.