16+ ასაკობრივი ჯგუფი

250₾

1 თვის ღირებულება

3 თვე

კურსის ხანგრძლივობა

24 ლექცია

ლექციების რაოდენობა

2 საათი

ლექციის ხანგრძლივობა

I დონე

საფეხური

კურსის შესახებ

აღნიშნული კურსი გათვლილია 16+ ასაკობრივი ჯგუფისათვის და წარმოადგენს ელექტას კურსების პირველი დონის საფეხურს. 3-თვიანი კურსის ყოველთვიური გადასახადი შეადენს 250 ლარს.

ქვემოთ მოცემული სილაბუსი ზუსტად მორგებულია 16+ ასაკობრივ ჯგუფზე და მასში ინტეგრირებულია ის გლობალური საკითხები და თემები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.

სწავლება წარიმართება სრულად ინგლისურ ენაზე და აღნიშნულ კურსზე ჩასარიცხად აუცილებელია გაიაროთ ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ აკმაყოფილებთ Intermediate (B1) დონეს და თანხის გადმორიცხვის ქვითართან ერთად წარმოადგინოთ შესაბამისი ტესტის შედეგი (info@electa.ge)

სილაბუსი

კურსის შესავალი, სწავლების, მეთოდიკის და მასალების გაცნობა

 

აშშ-ს კონსტიტუცია და ისტორია (1775-1930წწ)

  • აშშ-ს კონსტიტუციის 27-ივე მუხლის ძირითადი პრინციპებს
  • აშშ-ს კონსტიტუციის მეორე მუხლის კონკრეტული ანალიზი და მისი აქტუალურობა აშშ-ს დღევანდელ რეალობაში
  • აშშ-ს ფორმირების ისტორია, დამაარსებელი მამები და დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების მიმოხილვა
  • აშშ-ს რევოლუციური ომის, სამოქალაქო ომის და 1930-იანი წლების რეცესიის გამომწვევი მიზეზების ანალიზი

შესავალი პოლიტიკურ სისტემებში და იდეოლოგიებში

  • მთავარი პოლიტიკური სისტემებისა და მათ შორის არსებული განსხვავებების მიმოხილვა: დემოკრატია, მონარქია, ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმები.
  • ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიების განხილვა: კაპიტალიზმი, სოციალიზმი, კომუნიზმი, ნაციონალიზმი, ლიბერალიზმი და ლიბერტარიანიზმი.
  • სუვერენტიტეტის ძირითადი პრინციპები

ადამიანის უფლებები

  • ადამიანის უფლებების საფუძვლების, აბსოლუტური უფლებებისა და ღირსების და თანასწორობის ცნებების მიმოხილვა.
  • გაეროს უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის სიღრმისეული ანალიზი და მისი ისტორიული კონტექსტი
  • სხვადასხვა ტიპის უფლებების განხილვა, როგორიცაა მაგალითად: ბავშვთა უფლებები, ქალთა უფლებები და შრომითი უფლებები.

დებატების კვირა

ამ კვირაში მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ბრიტანული
საპარლამენტო დებატების (BP) ფორმატს და ივარჯიშონ დებატებში იმ
საკითხებზე, რომლებსაც წინა კვირებში გაეცნენ. Ევირის მეორე დღეს კი
ჩატარდება სრულფასოვანი შეჯიბრება, რომლის დროსაც თითოეულ
მათგანს ექნება მორგებული კონკრეტული როლი დებატების ფორმატიდან
გამომდინარე (პრერმიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი, ოპოზიციის ლიდერი,
ოპოზიციის ლიდერის მოადგილე, მთავრობის წევრი, მთავრობის
შემჯამებელი, ოპოზიციის წევრი და ოპოზიციის შემჯამებელი).

კოლონიალიზმი და მისი გავლენა თანამედროვე სამყაროზე

  • წამყვანი კოლონიალური სახელმწიფოები და მათი კოლონიები. კოლონიზაციის გავლენა სხვადასხვა სახელმწიფოებისტრანსფორმაციაზე.
  • კოლონიზაციის გავლენა დღევანდელ რეალობაზე; კოლონიზაცია როგორც ისეთი პრობლემების გამომწვევი მიზეზი, როგორიცაა მასობრივი მიგრაცია ევროპაში
  • ცნობილი ისტორიული გენოციდების მიმოხილვა.

მიგრაცია

  • იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და თავშესაფრის მაძიებელს შორის არსებული მსგავსება/განსხვავებები
  • ევროკავშირში არსებული გამოწვევები მასიური მიგრაციის კუთხით და სოციალური, ეკონომიკური და დანაშაულებრივი ფაქტორების ანალიზი.
  • განვითარებადი ქვეყნებიდან ემიგრირებული პირებს მიგრაციასთან ევროპის ქვეყნებში ასოცირებული საფრთხეები
  • მიგრაციის საერთაშორისო ოფისის (IOM) მისია და აქტივობები.

აშშ-ს ისტორია მე-20 და 21-ე საუკუნეში

 

  • აშშ-ს როლი პირველ და მეორე მსოფლიო ომებში
  • 1960-იანი წლების აშშ – ჯონ კენედის და სხვა მნიშვნელოვანი ეპოქალური ფიგურების მკვლელობები და მათი გავლენა საზოგადოებაზე
  • მარტინ ლუთერ კინგი და სამოქალაქო უფლებების მოძრაობა აშშ-ში
  • ვიეტნამის ომი, მისი გამომწვები მიზეზები და მისი გავლენა საზოგადოებაზე
  • აშშ პოლიტიკა ერაყის და ავღანეთის მიმართ და 11 სექტემბრის ტრაგედიის ზეგავლენა ამერიკული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციაზე.

ტექნოლოგიები: კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი

  • მონაცემთა დაცვისა და პრივატულობის ძირითადი ფუნდამენტები
  • ციფრულ სამყაროში არსებული ყოველდღიური
    საფრთხეებისგან თავდაცვის საშუალებები; phishing და online
    scam საფრთხეები
  • კიბერუსაფრთხოება საქართველოს კონტექსტში: რა
    ძირითადი საფრთხეების წინაშე დგას საქართველოს კიბერ
    უსაფრთხოება? (რუსული და ირანული ჰაკერული და
    ჯაშუშური ჯგუფების აქტიურობა საქართველოს
    წინააღმდეგ)
  • სოციალური მედია და მისი ბნელი მხარე; სოციალური
    მედიის ალგორითმის ნეგატიური ეფექტები
  • ხელოვნური ინტელექტი და მისი მომავალი.

დებატები
ამ კვირაში მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა გაეცნონ ბრიტანული
საპარლამენტო დებატების (BP) ფორმატს და ივარჯიშონ დებატებში იმ
საკითხებზე, რომლებსაც Vl-lX კვირებში გაეცნენ.

პოპ-კულტურა და მისი ზეგავლენა საზოგადოებრივ აზრზე

  • ჰოლივუდი და მისი წარმატების ისტორია
  • British Invasion-ის განმარტება და მის მიერ განხორციელებული მსოფლიო დონის ცვლილებები პოპ-კულტურაში
  • ფესტივალები როგორც პოპ კულტურის განუყოფელი
    ნაწილი. Woodstock როგორც ფესიტივალების მექა
  • 1980-იანი წლების აშშ, როგორც კინოინდუსტრიის და
    მუსიკალური ზენიტის ათწლეული.

ფინალური გამოცდა; კურსის მიმოხილვა და მთავარი მიგნებები

16+ ასაკობრივი ჯგუფი

Shopping Cart