12-15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი

250₾

1 თვის ღირებულება

3 თვე

კურსის ხანგრძლივობა

24 ლექცია

ლექციების რაოდენობა

2 საათი

ლექციის ხანგრძლივობა

I დონე

საფეხური

კურსის შესახებ

აღნიშნული კურსი გათვლილია 12 დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფისათვის და წარმოადგენს ელექტას კურსების პირველი დონის საფეხურს. 3-თვიანი კურსის ყოველთვიური გადასახადი შეადენს 250 ლარს.

ქვემოთ მოცემული სილაბუსი ზუსტად მორგებულია 12-15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე და მასში ინტეგრირებულია ის გლობალური საკითხები და თემები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის.

სწავლება წარიმართება სრულად ინგლისურ ენაზე და აღნიშნულ კურსზე ჩასარიცხად აუცილებელია გაიაროთ ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელი ტესტი. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ აკმაყოფილებთ Intermediate (B1) დონეს და თანხის გადმორიცხვის ქვითართან ერთად წარმოადგინოთ შესაბამისი ტესტის შედეგი (info@electa.ge)

სილაბუსი

კურსის შესავალი, სწავლების, მეთოდიკის და მასალების გაცნობა

კულტურული მრავალფეროვნება მსოფლიოში

  • მსოფლიოს სხვადასხვა კულტურების წარმომადგენლებს შორის არსებული განსხვავებები
  • ინტერკულტურული დიალოგის კონცეფცია და სხვა კულტურის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას გასათვალისწინებელი ასპექტები
  • სხვა კულტურის შეცნობის მნიშვნელობა და მათზე დაკვირვებით აზროვნების სპექტრის განვითარება
  • კულტურული შოკის განმარტება და საზღვარგარეთ გრძელვადიანად მოგზაურობისას მისი ნეგატიური ეფექტების პრევენცია

უდიდესი აღმოჩენები და ანტიკური ცივილიზაციები

  • აღმოჩენების ხანა: დასავლეთ აფრიკის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის, ავსტრალიისა და სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსების აღმოჩენა ევროპელი მოგზაურების მიერ;
  • პირველი ცივილიზაციები
  • ანტიკური საბერძნეთის ცივილიზაცია (სახელმწიფოს ფორმირება,საზოგადოება და მათი ღირებულებები, ეკონომიკა, სტრატეგიები)
  • ანტიკური რომი(რომის დაარსება,მეფეთა ანუ რექსების ხანა, რომის რესპუბლიკა, რომის იმპერია, რომის დაშლა და ტრანსფორმაცია, რომაული კანონი, საზოგადოება და მათი ღირებულებები, ეკონომიკა)

გარემოს დაცვა

  •  მსოფლიოში გარემოს დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები
    და მისი უგულებელყოფით გამოწვეული ზიანის საშიშროება
  • ჰაერისა და გარემოს დაბინძურება და ჩვენი ინდივიდუალური როლი აღნიშნული ზიანის შემცირებისათვის
  • კლიმატური ცვლილებები და მისი გამომწვევი მიზეზები;
    აღნიშნული საკითხისადმი გულგრილობასთან ასოცირებული საფრთხეები
  • ადამიანების მიერ ენერგიის მოპოვების სხვადსხვა გზები;
    ენერგის ალტერნატიული წყაროები და განახლებადი ენერგიის
    წყაროების – ქარისა და მზის ენერგიის კონცეფციის მიმოხილვა.
  • ხე-ტყის მასიური ჭრის პრობლემა; მწვანე სივრცეების
    გამრავლება ქალაქებში და მასთან ასოცირებული სიკეთეები;
    საუკეთესო პრაქტიკების მიმოხილვა ამ მიმართულებით.

სახელმწიფოს ფუნდამენტები

  • პოლიტიკის როგორც ცნების განმარტება
  • ხელისუფლების სხვადასხვა შტოები – ხელისუფლების
    აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების მახასიათებლები
  •  სხვადასხვა რეჟიმების ძირითადი ფიგურები –
    პრეზიდენტის, მონარქის, პრემიერ-მინიტრსა და სხვა
    მმართველების პასუხისმგებლობებს შორის არსებული
    განსხვავებები
  •  სახელმწიფოების მიერ სხვადასხვა ინსტიტუტების
    გამოყენება კონკრეტული საკითხების გადაჭრის პროცესში
  •  სამოქალაქო საზოგადოების როლი სახელმწიფოს
    ჩამოყალიბებაში. სამოქალაქო აქტივიზმის საუკეთესო
    პრაქტიკები მე-20 საუკუნის მსოფლიო ისტორიიდან.

რელიგიები მსოფლიოს გარშემო

  • მთავარი რელიგიები და მათ შორის
    არსებული მსგავსება/განსხვავებები
  • რელიგიის თავისუფლების არსი და ადამიანს უფლება იყოს ნებისმიერი რელიგიის მიმდევარი
  • რელიგიური გამოხატვის თავისუფლება მის შეზაზღუდად გამოყენებული არგუმენტები
  • რა არის ისლამოფობია და რა მისი გავლენა საზოგადოებაზე.

სპორტი, ჯანსაღი ცხოვრების წესი და მავნე ჩვევები

  •  სპორტის და მასში არსებული მნიშვნელოვანი
    ეპიზოდების ისტორია, მათ შორის ოლიმპიური თამაშების
    საწყისები ძველ საბერძნეთში.
  • ყოველდღიური მავნე ჩვევების გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები
    ჯანსაღი ცხოვრებისათვის.

ტექნოლოგიები და მათთან ასოცირებული საფრთხეები

  • ტექნოლოგიური ინოვაციები და გარდამტეხი
    პერიოდები მსოფლიოში ამ მიმართულებით
  • 21-ე საუკუნეში არსებული გამოწვევები
    ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად
  • არსებული ციფრული გამოწვევებისგან თავდაცვის
    საუკეთესო საშუალებებიდა პერსონალურო მონაცემების
    დაცვის როლი აღნიშნულში.

დემოკრატია და მისი მთავარი მახასიათებლები

  • დემოკრატიის მნიშვნელობა და მოქალაქის
    ვალდებულებები დემოკრატიულ სახელმწიფოში
  • არჩევნები დემოკრატიულ საზოგადოებებში და ხმის
    მიცემის უფლება
  • თანასწორობის პრინციპის განმარტება: გარდამტეხი ძვრები მსოფლიო ისტორიაში და მათ შედეგად განმტკიცებული თანასწორობის პრინციპი გლობალურ დონეზე
  • კანონის უზენაესობა და მის დაცვაზე პასუხისმგებელი პირები.

ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები

  • ადამიანის უფლებების საფუძვლების და ღირსების
    და თანასწორობის ცნებების მიმოხილვა.
  • ადამიანის ძირითადი უფლებების განმარტება და
    საერთაშორისო დოკუმენტები რომლებიც უზრუნველყოფენ
    მათ დაცვას
  •  სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური
    ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით
  • აბსოლუტური უფლებების ცნების განმარტება.

კოსმოსური სივრცის გამოკვლევა და კაცობრიობის მომავალი

  • პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკები, შავი ხვრელები
    და სამყარო
  • პირველი ადამიანი კოსმოსში და კაცობრიობის პირველი
    ნაბიჯი მთვარეზე: “პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის გიგანტური
    ნახტომი კაცობრიობისათვის” – ნილ არმსტრონგი
  •  NASA და Spacex მისიები: ადამიანი მარსზე და კაცობრიობის მომავალი
  • ჯეიმს ვების ტელესკოპი და ახალი აღმოჩენები
  • ფერმის პარადოქსი

ფინალური კვირა – ფინალური გამოცდა; კურსის მიმოხილვა და მთავარი მიგნებები

12-15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი

Shopping Cart