გვანცა დოლბაია

მასწავლებელი

გვანცა დოლბაია არის საერთაშორისო სამართლის ბაკალავრი. ხარისხი მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ის არის ერაზმუს+ ICM გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული და ლევან ალექსიძის სახელობის სტიპენდიის მფლობელი. 2022 წლიდან მუშაობს იუსტიციის სამინისტროში საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფოს წარმომადგენლობის დეპარტამენტში. 2019 წლიდან არის ინგლისური ენის ტრენერი ინდივიდუალური სტუდენტებისა და ჯგუფებისთვის და მიჰყვება მთარგმნელობით საქმიანობას.   2019-2020 აკადემიურ წლებში ინგლისური ენის გაკვეთილებს ატარებდა ცენტრალური აზიის ქვეყნების სკოლებში.

 

გვანცა აკადემიურ საქმიანობას მიჰყვება არაფორმალური განათლების სფეროშიც. იგი არის მოწვეული ტრენერი ორგანიზაციაში “საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაცია“ (GYRA), სადაც სასწავლო სემინარებს ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით. 2021 წლამდე იყო ორგანიზაციის ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოს (EYP Georgia) წევრი და იკავებდა სხვადასხვა პოზიციას წლების განმავლობაში, მათ შორის იყო ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში იღებდა მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებსა და სემინარებში. მათ შორისაა ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო იმიტირებული შეჯიბრი 2021-2022 წლებში და მომავალი ლიდერების გაცვლითი პროგრამა (FLEX) 2016-2017 წელს.

Shopping Cart