
გრიგორი მონასელიძე
მასწავლებელი
- 522220050
- directorate@electa.ge
გრიგორი მონასელიძე ინგლისურ ენას ადრეული ბავშვობიდან დაეუფლა და ექვსი წელია რაც სტუდენტებს თავის ცოდნას უზიარებს. ინგლისური ლიტერატურისა და თეატრის, განსაკუთრებით ტოლკინისა და შექსპირის, მოყვარულს მიზნად ინგლისური ენის სიყვარულის სხვებისთვის გაზიარება აქვს დასახული.
გრიგორიმ 2016 წელს ინგლისურენოვანი კავშირის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტისგან მიიღო ბრიტანული სწავლების კვალიფიკაცია. უმუშავია ყველა ასაკის მოსწავლეებთან, მათ შორის ქართველ და უკრაინელ ლტოლვილებთან და დიდი სურვილი აქვს კიდევ უფრო მეტად გაავრცელოს თავისი ლინგვისტური ენთუზიაზმი. პროფესიით გრიგორი არის სერვისისა და კომუნიკაციის სპეციალისტი და ბოლო 8 წელია მუშაობს ინგლისურ ტექსტისა და აუდიო კონტენტის შექმნის განხრით ამერიკის, ევროპის, აზიის, ავსტრალიის აუდიტორიისთვის. 2021 წელს გახდა ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი საქართველოს (EYP Georgia) ფილიალის პრეზიდენტი და ადმინისტრაციული მენეჯერი. EYP Georgia თავისხმრივ ემსახურება ევროპაში ახალგაზრდების უნარების განვითარებისა მრავალწახნაგოვან მიზანს.
გრიგორი მიზნად ისახავს გახდეს ინგლისური ენის პროფესორი ინგლისში და განაგრძოს წერა, და გახდეს ცნობილი მწერალი ფანტასტიკის ჟანრში. თავისუფალ დროს გრიგორის იტაცებს თამაშები, წიგნები, ბოტანიკა, კულინარია და ისეთი მეცნიერებები, როგორიცაა ფსიქოლოგია, ფიზიოლოგია, ფილოსოფია.