ELECTA-ს შესახებ
მისია
ჩვენი აკადემიის მიზანია სტუდენტებს დაეხმაროს ინგლისური ენის სრულყოფაში,
რაც ითვალისწინებს ინგლისურ ენაზე: წერით, კითხვით, მოსმენის და სალაპარაკო
საშუალებებს. ასევე სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო თემებზე მსჯელობით
ხელი შეუწყოს სტუდენტების კრიტიკული აზროვნების განვითარებას და ისეთი
უნარების გამომუშავებას, რომელიც აუცილებელია პიროვნული თუ კარიერული
წინსვლისთვის. ჩვენი აკადემია ახალგაზრდებს ამზადებს თანამედროვე სამყაროში
არსებული გლობალური გამოწვევებისთვის, ეხმარება მათ სამოქალაქო პიროვნების
ჩამოყალიბებაში ,რისი საშუალებითაც ახალგაზრდებს უფართოვდებათ თვალსაწიერი
და ცოდნა.
ხედვა
აკადემიაში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა შეისწავლონ დღევანდელ
რეალობაში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის საშუალებითაც ისინი
გაიღრმავებენ ცოდნის არეალს, ივარჯიშებენ როგორც საკუთარი აზრის
ჩამოყალიბებაში, ისე მის გადმოცემაში და შეხედავენ თანამედროვე სამყაროში
არსებულ გლობალურ გამოწვევებს კრიტიკული თვალით. ასევე შეძლებენ საკუთარი
ძლიერი მხარეების წარმოჩინებას,მომავალი პროფესიის სწორად არჩევას,ემოციების
მართვას და რთულ სიტუაციებთან დამოუკიდებლად გამკლავებას, სოც.ქსელებისა
თუ ინტერნეტ-საფრთხეების თავიდან აცილებასა და სწორი ღირებულებებისა და
ფასეულობების დაცვას. ზემოაღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, ჩვენი
გუნდი სწავლებას ძირითადად ინგლისურ ენაზე წარმართავს, ვინაიდან დღეს
ინგლისური ენა წარმოადგენს მსოფლიოში წარმატების მიღწევის აუცილებელ
წინაპირობას.
მეთოდი
აკადემიაში ყოველი გაკვეთილის ხანგრძლივობა შეადგენს 2 საათს. ყოველი
გაკვეთილის პირველი საათი ეთმობა ინგლისური ენის გრამატიკასა და ლექსიკას
რომელსაც წარუძღვებიან კვალიფიციური პედაგოგები. გაკვეთილის მეორე საათი
დაეთმობა ინგლისური ენის სწავლების ოთხ მთავარ კომპონენტს, რომლებიც
ინტეგრირებულია სილაბუსში მოცემულ თემებთან. თემები მორგებულია ასკობრივი
ჯგუფებისა და ინტერესების გათვალისწინებით(იხ.სილაბუსი) პედაგოგები. გაკვეთილის მეორე საათი დაეთმობა
ინგლისური ენის სწავლების ოთხ მთავარ კომპონენტს, რომლებიც ინტეგრირებულია
ქვემოთ მოცემულ სილაბუსში შეტანილ თემებთან.
Listening
ყოველი კვირის პირველ დღეს გრამატიკისა და ლექსიკის საათის
დასრულების შემდგომ, მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაეცნონ არსებული კვირის თემას აუდიო-ვიზუალური მასალის მეშვეობით. ინფორმაციული სახის ვიდეო რგოლები ან მოკლე დოკუმენტური ფილმები რელევანტური თემების გარშემო თითოეულ მოსწავლეს განუვითარებს როგორც მოსმენის (Listening), ასევე შენიშვნების ჩაწერის უნარს, რაც ჩვენი სწავლების მეთოდის განუყრელ ნაწილს წარმოადგენს. შენიშვნების ჩაწერის უნარის (Note-Taking) განვითარება სტუდენტს დაეხმარება აქტიური დაკვირვების უნარის განვითარებაში, ინფორმაციის სწრაფად აღქმასა და გაანალიზებაში. ინსტრუქტორები მუდმივად წაახალისებენ მოსწავლეებს ორი ტიპის შენიშვნის ჩაწერისკენ: ის სიტყვები ან ფრაზები, რომლებიც მათთვის გაუგებარია და ის, რაც მათთვის იყო საინტერესო.
Speaking
ლაპარაკის კომპონენტი ინტეგრირებული იქნება ყოველი კვირის მეორე
გაკვეთილზე. გრამატიკისა და ლექსიკის საათის დასრულების შემდგომ მოსწავლეები ზეპირსიტყვიერად წარადგენენ თავიანთ საშინაო დავალებებს. საშინაო დავალების მიცემისას ინსტრუქტორები მოსწავლეებს აძლევენ არჩევანის თავისუფლებას, რა დროსაც მოსწავლეები ჩაუღრმავდებიან ყოველკვირეულ თემას იმ კონკრეტული მიმართულებით, რომელიც ერგება მათ ინტერესის სფეროს. არჩევანის თავისუფლება დაეხმარება მოსწავლეებს აღნიშნული თემის წარდგენისას კომფორტულად და თავისუფლად იგრძნონ თავი. აღსანიშნავია, რომ 3 თვიან კურსში ინტეგრირებული იქნება დებატების კომპონენტიც. მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება გაეცნონ ბრიტანული საპარლამენტო სტილის (BP) დებატების ფორმატს და მიიღონ მონაწილეობა
შიდა ტურნირებში, რომელსაც კურსის განმავლობაში სულ მცირე 2 კვირა დაეთმობა. ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს, 12-15 წლის ასაკობრივი ჯგუფის პირველი დონის კურსი, რომლის დროსაც დებატების ტურნირების ნაცვლად გაიმართება როლური და სიტუაციური აქტივობები. აქტივობების პროცესში, სტუდენტები განამტკიცებენ კონკრეტულ პოზიციებს, რომელიც დიდ როლს ითამაშებს დებატებისათვის შემამზადებელ პროცესში.
Reading
მოსმენის სავარჯიშოს დასრულების შემდგომ, მოსწავლეები გაეცნობიან
ინსტრუქტორების მიერ მომზადებულ ანალიტიკურ ტექსტებს იმ საკითხის შესახებ, რომელსაც ეთმობა კონკრეტული კვირა. მოსწავლეები ერთად წაიკითხავენ აღნიშნულ ტექსტს და მოინიშნავენ ყველა იმ სიტყვას თუ წინადადებას, რომელიც მათთვის გაუგებარია. დავალების სახით მოსწავლეებს დაევალებათ ყველა მათთვის გაუგებარი სიტყვის ამოწერა და ტექსტის სახლში ხელმეორედ დამუშავება. ყოველ ტექსტს, რომელსაც მოსწავლეები გაეცნობიან თან დაერთვება წყაროები, საიდანაც ტექსტში შემავალი ინფორმაცია იქნა მოპოვებული. ამ წყაროების გაცნობით მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა თავად მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია და დამატებით იმუშავონ კონკრეტულ საკითხზე.